ვაისს ასტანა იწვევს

გამორიცხული არაა სლოვაკმა სპეციალისტმა მალე საქართველოს ნაკრები დატოვოს

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა, შესაძლოა გუნდი დატოვოს. ყაზახური მედიის ცნობით, სლოვაკი სპეციალისტით ასტანაა დაინტერესებული. ცნობილია, რომ ყაზახები ჯვაროსანთა თავკაცს უკვე დაუკავშირდნენ.

 

55 წლის სპეციალისტს საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი 2020 წლის მარტის ბოლომდე აკავშირებს. ისიც ცნობილია, რომ მისი გაშვება ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა გეგმებში არ შედის. 

 

ყაზახურ პრესაში ისიც დაიწერა, რომ ვაისი ასტანას იმ შემთხვევაში ჩაიბარებს, თუ სოლიდურ ანაზღაურებას დაუნიშნავენ და გუნდი ფეხბურთის ფედერაციას კონპენსაციას გადაუხდის. ამ შემთხვევაში სლოვაკი იანვარში ყაზახთა თავკაცი გახდება.

 

ცნობისთვის, ჯვაროსანთა დამრიგებლისთვის ყაზახური ფეხბურთი უცხო არაა. 2012-15 წლებში ვაისი კაირათის მესაჭე გახლდათ.

 

შეგახსენებთ, რომ ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016 წლიდან წვრთნის და გუნდს ერთა ლიგის D დივიზიონის ჯგუფი მოაგებინა. არახალია, რომ ჯვაროსნები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი 26 მარტს გაიმართება.