ლაციო - ბანკროტობიდან წარმატებამდე

ლაციოს მფლობელმა კლუბის ახლო წარსულზე ისაუბრა

ლაციოს პრეზიდენტმა, კლაუდიო ლოტიტომ, წარსულში საკუთარი გუნდის ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა. ის ბიანკოჩელესტის მფლობელი 2004 წელს გახდა.

 

"როდესაც საფეხბურთო სამყაროს შემოვუერთდი, ლაციოს 550 მილიონი ევროს ვალები ჰქონდა. კლუბი, პრაქტიკულად, ბანკროტი იყო. გადავწყვიტე, დავალიანება საკუთარ თავზე ამეღო, რის გამოც სხვებმა გიჟად ჩამთვალეს, მაგრამ ამ ვითარებას გამოწვევად აღვიქვამდი. ჩემი აზრით, საფეხბურთო კლუბს მხოლოდ ერთი ადამიანი არ უნდა პატრონობდეს. ახლა ეს არის ბიზნესი, რადგან კლუბი წარმოადგენს კომპანიას, რომელიც საფონდო ბირჟაზე მოქმედებს და საფინანსო ანგარიშებში დადებით შედეგის ჩვენებას ცდილობს. შეგახსენებთ, რომ იტალიაში გასულ ათწლეულში იუვენტუსის შემდეგ ჩვენ მოვიგეთ ყველაზე მეტი ტიტული", - თქვა ლაციოს პრეზიდენტმა.

 

ლოტიტოს დროს ლაციომ იტალიის 3-ჯერ, ხოლო სუპერთასი 2-ჯერ მოიგო.