პაპუნაშვილი და MLS: კლუბიც ცნობილია

გიორგი პაპუნაშვილი ამერიკულ დალასს სურს. აშშ-ის ვარიანტზე ადრეც იწერებოდა, ახლა კი ესპანური Marca წერს, რომ შეთანხმების ალბათობა დიდია.

შეგახსენებთ, პაპუნაშვილი სარაგოსაში თამაშობს და ბოლო მატჩში, თასზე (1:0) გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

 

24 წლის ქართველი ტრავმებმა საკმაოდ შეაფერხა და დიდი დრო გამოატოვებინა.