წინა სეზონში კლუბებმა რამდენი გამოიმუშავეს ევროტურნირებზე?

საპრიზო ფონდი საგრძნობლად გაზრდილია

უეფამ, როგორც ჩემპიონთა ლიგაში, ასევე ევროპა ლიგაში გაცემული საპრიზო ფონდის ოდენობა გაასაჯაროვა. 

 

ჩემპიონთა ლიგაში 2017/18 წლების სეზონში საპრიზო ფონდი 1.412 მილიარდი ევრო იყო, 2018/19 წლების სეზონში კი ის 1.976 მილიარდ ევრომდე გაიზარდა...

 

ამ ტურნირში ყველაზე მეტი, რა თქმა უნდა, ლივერპულმა გამოიმუშავა - 111 მილიონი ევრო, მეორე ადგილზე კი ფინალისტი ტოტენჰემია 101 მილიონი ევროთი. 

 

ჩემპიონთა ლიგის სხვა გუნდებში, ბარსელონას ყველაზე მეტი ერგო - 117 მილიონი ევრო...

 

რაც შეეხება ევროპის ლიგას, საპრიზო ფონდი აქაც გაზრდილია - 131.1 მილიონი ევროთი, საერთო ოდენობა კი 559.2 მილიონ ევროს შეადგენს. 

 

ჩელსიმ, როგორც გამარჯვებულმა, საერთო ჯამში 46.3 მილიონი ევრო მიიღო, ფინალისტმა არსენალმა კი - 38.9...