პსჟ არც ირგებს, არც უშვებს...

ერთ დროს, ამ ბიჭს მთელი გერმანია იმედის თვალით შესცქეროდა

2017 წელს, იულიან დრაქსლერს მთელი გერმანია იმედის თვალით შესცქეროდა. ის ვოლფსბურგის რიგებში შესანიშნავად თამაშობდა და პსჟ-ში კარიერის ასაწყობად გადავიდა, თუმცა ყველაფერმა ასე კარგად არ ჩაიარა. 

 

26 წლის ფეხბურთელს ახლა შანსი აქვს ლიონში გადავიდეს, სანამ ახალგაზრდაა და რაღაცის გამოსწორების იმედი კიდევ არსებობს, თუმცა პარიზელები ამის წინააღმდეგნი არიან. სხვა ქვეყნებში გვესმის ლოგიკა, რომ კონკურენტ გუნდში შენი ფეხბურთელი არ უნდა გაუშვა, მაგრამ ლიგა 1-ში პსჟ-ს წინააღმდეგობას განა ვინმე გაუწევს? 

 

მიმდინარე სეზონში დრაქსლერმა მონაწილეობა 8 შეხვედრაში მიიღო და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა...