კიტეიშვილი საუკეთესოობისთვის იბრძვის

ხმის მიცემა გრძელდება - ქართველ ნახევარმცველს გულშემატკივართა დახმარება სჭირდება

ავსტრიის ბუნდესლიგაში საშემოდგომო ეტაპი დასრულდა და ადგილობრივმა გამოცემა laola-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა დაიწყო. გამოცემა მოთამაშეებს პოზიციების მიხედვით არჩევს. აღსანიშნავია, რომ ნახევარმცველთა შორის ერთ-ერთი მათგანი ოთარ კიტეიშვილია. შტურმის შემტევს ჯერ გულშემატკივართა 9%-მა მისცა ხმა და ჩვენებური მე-5 ადგილზეა.

 

laola-ს გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია და გამორიცხული არაა ქართველი ფეხბურთელი დაწინაურდეს. ოთოსთვის ხმის მისაცემად შეგიძლიათ ამ ლინკზე გადახვიდეთ.