ლამპარდმა რეალის ფეხბურთელი ჩაიფიქრა

ჩელსი შეტევის გაძლიერებას გეგმავს

ლონდონის ჩელსის რეალიდან ვინიციუს ჯუნიორის გადაბირება სურს. ცნობილია, რომ ლამპარდის გუნდი მის შეძენას ზამთარში შეეცდება. სათქმელია, რომ ინგლისელები ფეხბურთელს პედრო როდრიგესის შემცვლელად მოიაზრებენ.

 

ვინიციუსი რეალში 2018 წლის ზაფხულში ფლამენგოდან გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი ავანსებს ჯერჯერობით ვერ ამართლებს. ისიც სათქმელია, რომ 19 წლის შემტევს ცოტა სათამაშო დრო ეძლევა. ახალგაზრდა შემტევმა ამ სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

 

რაც შეეხება ჩელსის, შეგახსენებთ, რომ ბრიტანელებს სატრანსფერო ბანი მოუხსნეს. ლონდონელებს პრემიერლიგაში 29 ქულა აქვთ და მე-4 ადგილზე არიან.