უკრაინის ნაკრების შემტევი დოპინგ სკანდალში გაეხვა

ფეხბურთელმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო

ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის ნაკრებისა და კიევის დონამოს ფორვარდმა, არტიომ ბესედინმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო. აღნიშნული ფაქტი 28 ნოემბერს, მალმიოსა და კიეველთა შორის ევროპა ლიგის შეხვედრის შემდეგ დაფიქსირდა.

 

წყაროს ინფორმაციით, ფორვარდი ფეხბურთს 30 დღით ჩამოაცილეს. დანარჩენი დეტალი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

მიმდინარე სეზონში ბესედინმა დინამოს შემადგენლობაში 23-ჯერ ითამაშა - მის ანგარიშზეა 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემა. გარდა ამისა, 2016 წლიდან 23 წლის უკრაინელი საკუთარი ქვეყნის ნაკრების ღირსებას იცავს.