ჩემპიონთა ლიგის 4 საუკეთესო გოლი (+ ვიდეო)

ოთხივე გოლი შთამბეჭდავია

ყველაზე პრესტიჟულმა საკლუბო ტურნირმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გოლები გამოაქვეყნა.

 

საუკეთესო გოლის ავტორი ლაიფციგის შემტევი, მარსელ საბიცერი გახდა. ავსტრიელმა ეფექტური დარტყმით ზენიტის კარი აიღო.

 

მეორე ადგილზე ბარსელონას ფორვარდის, ლუის სუარესის გოლი გავიდა - ურუგვაელმა ინტერს გაუტანა.

 

მესამე პოზიციაზე დუგლას კოშტას მიერ მოსკოვის ლოკომოტივის კარში გატანილი გოლი გავიდა.

 

შესანიშნავი ოთხეული სლავია პრაღას კარში ლაუტარო მარტინესის გატანილმა გოლმა დახურა.