ანორთოსისში ქართველებმა გაილაღეს (ვიდეო)

გოლები და საგოლე გადაცემები - ქართველების წარმატებული მატჩი კვიპროსში

კვიპროსის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა ანორთოსისმა. წინა ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, თემურ ქეცბაიას გუნდმა ენოსისს უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.

 

ენოსისთან მოგებაში ქართველმა ფეხბურთელებმა დიდი წვლილი შეიტანეს. ბუბა დაუშვილმა საგოლე გადაცემა გააკეთა, თორნიკე ოქრიაშვილმა ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა, კაჭარავა კი საერთოდაც საუკეთესო გახლდათ. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე დუბლი და საგოლე პასია. თანამემამულეების მსგავსად ძირითადში იყო გიორგი ლორიაც.

 

კაჭარავა 65-ე წუთზე შეცვალეს, 5 წუთში კი თორნიკემაც დატოვა მოედანი. ქართველმა ფეხბურთელმა სტუმართა რიგებშიც ითამაშა. ენოსისის ღირსებას ირაკლი მაისურაძე იცავს, რომელსაც არაერთ ქართულ კლუბში უთამაშია. იგი ძირითადში იყო და მატჩის ბოლომდე გაისარჯა.

 

ანორთოსისმა 30 ქულას მოუყარა თავი და ცხრილის სათავეში დარჩა. მომდევნო ტურში კვიპროსული გუნდი პაფოსს ესტუმრება.