როდესაც ლარი შეხვდა მეჯიქს

ლარიმ გაიღვიძა და ფოსტალიონმა მას ამანათი მიუტანა.

კალათბურთი, NBA ლარი ბერდმა და მეჯიქ ჯონსონმა გადაარჩინეს.

როდესაც ლიგა კვდებოდა და სტუდენტების თამაშზე მეტი მაყურებელი დადიოდა. როდესაც ლიგას აკლდა მთქმელი, რეალური ვარსკვლავები და ქარიმის ლიფსო ნელ-ნელა კარგავდა ფერებს.

როდესაც ლიგამ სტუდენტური სამყაროდან ყველაზე თეთრი თეთრკანიანი და ყველაზე დიდი ღიმილის მქონე ვირტუოზი მიიღო. როდესაც ისინი საკოლეჯო დონის ფინალში გავიდნენ ერთმანეთზე და როდესაც ის ფინალი მთელმა ამერიკამ ნახა.

ლარი ბერდი ბოსტონი გახდა. მწვანე სამყარომ მიიღო ღმერთი. რომელსაც ყველაფერი ახსოვდა და რომელიც ბევრს მუშაობდა. ლარი პერფექციონისტი მშრომელი გახდა. ლარის არ უყვარდა წაგება და ლარიმ მეჯიქი დაიმახსოვრა.

მეჯიქ ჯონსონი იყო ლეიკერსი. მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ელეგანტური პასებით და სწრაფი, არასტანდარტული სვლებით. მხოლოდ მეჯიქის ხელწერით და მხოლოდ მეჯიქის მაგიით. ჯონსონმა ლარი ბერდი დაიმახსოვრა.

ისინი აგებდნენ და ლიგა ამ წაგებას უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა, ვიდრე - სხვის წარმატებულ სერიას ან - ინდივიდუალურ რეკორდს. ლარიმ და მეჯიქმა ეს დაიმსახურეს.

როდესაც წელს, 7 დეკემბერს ლარი ბერდი 63 წლის გახდა, პირველმა მას მეგობარმა, მეჯიქმა მიულოცა.

ლარიმ გაიღვიძა და ფოსტალიონმა მას ამანათი მიუტანა.

ლარიმ გახსნა ამანათი. და, ბერდმა საჩუქრად ჯონსონის მაისური მიიღო. მეჯიქს ახსოვდა.

ლარის დაბადების დღე მეჯიქის კიდევ ერთი ჯადოსნური პასით დაიწყო.