არტეტა: სიტყვებით ვერ გადმოვცემ, გვარდიოლა რამდენად კარგი ადამიანია

"ოცნება გვქონდა, რომ ინგლისელი ხალხისთვის რაღაც დაუვიწყარი გვეჩუქებინა"

არტეტა არსენალს დაუბრუნდა, ამჯერად როგორც მწვრთნელი. საფეხბურთო სამყაროში ახალ გზაზე მისი მასწავლებელი გვარდიოლა იყო და ძნელია უკეთესი ინატრო. წარმოუდგენელი იყო, პრეს-კონფერენციაზე მას პეპზე რამდენიმე სიტყვა არ ეთქვა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ფორმალობა და ვალდებულება არ ყოფილა...

 

„სანამ სიტიში მისი ასისტენტი გავხდებოდი, გვარდიოლათი უკვე აღფრთოვანებული ვიყავი, თუმცა ახლა სიტყვებითაც ვერ აღვწერ რამდენად კარგი ადამიანია.

 

ჩემმა წასვლამ ის დაამწუხრა, საუკეთესო დრო მართლაც ვერ შევარჩიე, თუმცა გამიგო. ის ხედავდა, როგორც მწვრთნელი გავიზარდე და რა ამბიციები მაქვს.

 

როცა წამოვედი ვტიროდი, რადგან მანჩესტერში დაუვიწყარი სამ-ნახევარი წელი გავატარე. მე და პეპს ოცნება გვქონდა, რომ ინგლისელი ხალხისთვის რაღაც დაუვიწყარი გვეჩუქებინა და, ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ,“ - თქვა არტეტამ.

 

თავის მხრივ, მიკელი კატალონიელმა სპეციალისტმაც შეაქო და დაგვარწმუნა, რომ ის არსენალში დიდ სამუშაოს შეასრულებს...