ბლინდს გულზე პრობლემები აქვს

აიაქსის მცველ დელი ბლინდს გულზე პრობლემები ჰქონია.

 ვალენსიასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩის ბოლო წუთებზე ბლინდი შეუძლოდ გამხდარა: თავბრუ ეხვეოდა და საფუძვლიანად შეამოწმეს.   

 

ბლინდი იანვრის მოსამზადებელ ეტაპს გამოტოვებს და ინდივიდუალურად მოემზადება. დროებით მას დიდი დატვირთვები ეკრძალება.

 

„ამჟამად უკეთ ვარ და ვეცდები, მალე დავბრუნდე მინდორზე“ - განაცხადა ჰოლანდიელმა.