ზიდანი: გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია

ლეგენდა ლეგენდას აფასებს...

რეალის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. მისი ეს სიტყვები დასაფასებელი კიდევ უფრო იმიტომაც არის, რომ პეპი, მადრიდელთა მტრის ბანაკის, ბარსელონას ლეგენდაა.

 

რეალი და სიტი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში შეხვდებიან...

 

„პეპის გუნდთან თამაში ჩემთვის განსაკუთრებული იქნება. მის წინააღმდეგ, როგორც ფეხბურთელი, მოედანზე ხშირად გამოვსულვარ.

 

მას ფეხბურთელობისასაც პატივს ვცემდი და როგორც მწვრთნელი ის მსოფლიოში საუკეთესოდ მიმაჩნია.

 

პეპმა კარიერის განმავლობაში უამრავი რამ დაამტკიცა.

 

წინ ვიყურები და ერთი სული მაქვს ერთმანეთს როდის შევხვდებით,“ - თქვა ზიდანმა