UEFA-მ თურქეთი დასაჯა

თურქმა ფეხბურთელებმა პოლიტიკური ჟესტის გამო პასუხი მიიღეს

ოქტომბერში თურქეთმა ქურთებთან საბრძოლველად სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში სამხედრო ძალები შეიყვანა. აღნიშნული პროცესები თურქმა ფეხბურთელებმა უყურადღებოდ არ დატოვეს - მათ ორ შეხვედრაში გოლების აღნიშვნის დროს ჟესტებით საკუთარი ქვეყნის ჯარს ექსპანსიურ ქმედებებში მხარდაჭერა გამოუცხადეს.

 

სამხედრო აღნიშვნის გამო UEFA-მ თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია დასაჯა. გარდა ამისა, ამ ქვეყნის ნაკრების 20-მა ფეხბურთელმა გამაფრთხილებელი შენიშვნა მიიღო. საუბარი ეხება ევრო2020-ის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებს  საფრანგეთისა და ალბანეთის წინააღმდეგ. UEFA-ს განცხადების თანახმად, მოთამაშეები არასპორტულად მოიქცნენ. შეგახსენებთ, ორგანიზაცია სტადიონებზე ოფიციალურ წარმომადგენლებს მწვავე პოლიტიკური შეძახილების გაჟღერებას უკრძალავს.

 

Image result for uefa turkey

 

UEFA-ს რეგლამენტის მიხედვით, ნებისმიერი პოლიტიკური, იდეოლოგიური, რელიგიური და შეურაცხმყოფელი შინაარსის მქონე ქმედებები ოფიციალური პირებისთვის დაუშვებელია.