ჯოკერი

ცსკა დაისვენებს და ახალი წლიდან მანქანა ტიტულის დაცვას დაიწყებს.

ჯეიმსი კალათბურთში გამორჩეულად კარგი უნდა იყოს. ჯეიმსი კალათბურთში - ჯოკერს ნიშნავს.

ამერიკაში ლებრონი და ჰარდენი კლავენ.

ევროლიგაზე ზედიზედ მეორედ, საუკეთესო ცსკას ამერიკელი ლიდერი მაიკ ჯეიმსი გახდა.

დამსახურებულად.

პირველ წრეში რუსული მანქანა მძიმე გასვლებით მოიხარა და მაინც, ორჯერ ასაღები აიღო. ცსკა ჯერ ბარსელონას უგებს და ბოლო ჩეხვაში - ეფესს.

ცსკამ ეფესს 81:80 გადაუჯოკრა. ეფესი რეგულარულის ლიდერია. რეალთან და ბარსელონასთან ერთად. მოქმედი ჩემპიონები ჯერ მეხუთეზე ზიან, მაგრამ მეორე წრეში ცსკა თითქმის ყველა კონკურენტს მოსკოვში ხვდება და მოსაგები უნდა მოიგოს.

მაიკ ჯეიმსმა 28 ქულიდან - 10 ბოლო ხუთ წუთში დააგროვა. ძირითადის დასრულებამდე 17 წამით ადრე ამერიკელმა ჩააგდო და დარჩენილ დროში ეფესმა ვერ შეცვალა ანგარიში.

5/5 ორიანი, 7/5 სამიანი. 6 მოხსნა (ცსკაში ყველაზე მეტი), 4 პასი და მაიკზე ხუთჯერ დაჯარიმდნენ.

ჯეიმსმა 36 ბონუს ქულა (ვალიდობა) აკრიფა. ჯეიმსი გახდა მესამე მოთამაშე ევროლიგის ისტორიაში, რომელიც ზედიზედ ორჯერ გახდა MVP. მანამდე იგივე აღიარება მიიღეს ალექსეი შვედმა და ლუკა დონჩიჩმა.

ამ ეტაპზე საუკეთესო რეალია. ალბათ, ბარსელონასთან ერთად.

ცსკა დაისვენებს და ახალი წლიდან მანქანა ტიტულის დაცვას დაიწყებს.

ჯოკერთან - მაიკ ჯეიმსთან ერთად.