შერმადინის რეკორდი - ევროპაში საუკეთესო ცენტრი!

შერმადინის საუკეთესო მატჩი!

ესპანეთის ACB ლიგის მე-14 ტურში გიო შერმადინის ტენერიფემ საკუთარ კედლებში ბექა ბურჯანაძის გრან კანარია მიიღო. მიუხედავად ტენერიფეს მცირე უპირატესობისა (მოწინააღმდეგეს მხოლოდ ერთი მოგების უსწრებდა), მასპინძლები ამ შეხვედრაში აშკარა ფავორიტები იყვნენ და ეს სტატუსი გაამართლეც კიდეც.

 

 
ბურჯანაძემ ამ შეხვედრაში კარგად ითამაშა,  მარგი ქმედების კოეფიციენტით გუნდში მეორე იყო (+12 (14 წუთსა და 36 წამში - 12 ქულა; 1 მოხსნა; 1 პასი), თუმცა მისი გუნდი შერმადინთან ვერაფერს გახდა. გიომ კარიერაში პირადი რეკორდი დაამყარა - 29 წუთსა და 42 წამში მან 32 ქულა მოაგროვა, 9 ჯერ მოხსნა ბურთი, ერთი გადაცემაც მიითვალა და მარგი ქმედების კოეფიციენტი +42(!!!) ჰქონდა!

 

 


საბოლოოდ - 100:79 ტენერიფეს სასარგებლოდ

 


შემდეგ ტურში, 29 დეკემბერს, ტენერიფე გასვლაზე ვალენსიას შეხვდება, ხოლო გრან კანარია, 28-ში სან პაბლო ბურგოსს მიიღებს.