პეტერსენი, ლიოვი, იაშვილი, სანე...

რომელ ადგილზეა ალექსანდრე იაშვილი ფრაიბურგის ყველა დროის ბომბარდირთა შორის? მესამეზე. 

ქართველს ფრაიბურგის მაისურით, ყველა ტურნირზე ერთად აღებული, 63 გოლი აქვს გატანილი.

 

ეს იმიტომ აღვნიშნეთ, რომ ცვლილებაა ფრაის ყველა დროის მეგოლეებში. ნილს პეტერსენმა შალკესთან გასვლაზე (2:2) გაიტანა და ეს მისი 83-ე ბურთია, რითაც გაუთანაბრდა გერმანიის ნაკრების მწვრთნელ იოაჰიმ ლიოვს.

 

მესამეზე იაშვილია, მეოთხეზე კი ლეროი სანეს მამა - სულეიმან სანე (58 გოლი).