კლოპი თასით დაბრუნდა

 

როგორ გატყდა მენგო?

ლივერპულს უცნაური  კვირა გამოუჩნდა: კლუბის ახლაგაზრდული გუნდი შინ დარჩა და  ლიგის თასის თამაშზე 23-წლამდელთა მწვრთნელის ნილ კრიჩლის ხელმძღვანელობით 0-5 წააგო საბრძოლო შემადგენლობით გამოსულ ასტონ ვილასთან,  ძირითადი შემადგნელობა კი ყატარს გაფრინდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონთა თასის თამაშებში ჩაერთო, რის შედეგადაც, წუხელ ამ თასის ფინალი მოუწია ბრაზილიური ფლამენგოს წინააღმდეგ. ხოლო, ამას რომ მოილევს,  შინსიკენ გამოფრინდება და 26-ში მის უახლოეს მადევარ ლესტერს ესტუმრება, რასაც საშობაო თამაშები მოჰყვება.

 

 

თითქოს მოწინავე გუნდის ჩვეულებირვი განრიგია, მაგრამ გასაკვირი მაინც ისაა, რომ გუნდი ოფიცილაურ თამაშებს თითქმის ერთდორულად ატარებს დედამიწის სხვადასხვა კიდეზე, რაც მედიის დიდ ყურადღებას იწვევს.

 

 

იურგენ კლოპი გვარიანად გააკირტიკეს იმის გამო, რომ ლიგის თასს ეს საერთაშორისო საკლუბო ტურნირი ამჯობინა და ეროვნულ გათმაშებაში წასაგებად განწირული ჭაბუკები გაიყვანა.

 

 

როცა საქმე საშინაო თასების უგულებელყოფას ეხება, ინგლისში ყოველთვის მგრძნობიარენი არიან ხოლმე.  მსოფლიო საკლუბო  თასი თითქოს ბევრი არაფერი არ არის თუნდაც ლიგის თასთან შედარებით. ოდესღაც, სერ ალექს ფერგიუსონმა ასოციაციის თასიდან ერთი სეზონით გასვლაც კი გამოაცხადა, რათა მსოფლიოს სკალუბო ჩემპიონთა  ტურნიზე წაეყვნა გუნდი, რომელმაც იქ უვარგისად ითამაშა და იშვიათი თასი ვერ მოიპოვა.  ეშმაკმა ფერგიმ, ეს ტურნირი მაინც უფრო გუნდის განსატვირთად გამოიყენა, რათა პრემიერლიგის ტიტულისთვის მეტი ძალით ებრძოლა, თუმცა, კრიტიკა მაინც დიდი შეხვდა. 

 

 

ამის საპირისპიროდ, კლოპი თვლის, რომ ასეთი ტურნირის მოგება  უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლიგის თასისასა და კრიტიკის კიდევ ერთი თემა ესეცაა.

 

 

 

ლივერპული კვლავ მტიკიცე, ორგანიზებული და დიდ გამარჯვებათა წინაშე მდგომი გუნდია, თუმცა  ამ კვირეებში მისი საქმე ისეა, როგორც ერთ ძველ ხუმრობაში: ტყვიები რომ გაგვითავდა, თოფებს ვისროდითო.  გუნდმა მექსიკურ მონტერეისთან დიდი გაჭირვებით მოიგო, დამატებულ წუთს და ფლამენგოსთანაც უკიდურესად გაუძნელდა. კლუბში მცველთა ტრავმების ეპიდემიაა და ეს იმას იწვვს, რომ ისეთი მოთამაშენი, როგორიც მრავალნაცადი ჯეიმს მილნერი და კაპიტანი ჰენდერსონი არიან, მონტერეისთან დაცვაში იდგნენ.

 

ეს იძულებითი იყო, მაგრამ არა სანდო. ფინალში ხომ ვირჯილ ვან დეიკი დაემტა, რამაც მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა.

 

 

ფლამენგო, რომელიც წლის ნამდვილი გმირია ბრაზილიაში რივერ პლეიტისთვის დიდ, წარმტაც, ნერვიულ ბრძოლაში ლიბერტადორესის თასის ართმევის შემდეგ და ამ გუნდისთვის ყატარში წასვლა საკრიტიკო კი არა, საგულისფანცქალო რამე იყო. რიოში  ელოდნენ, რომ გუნდი კიდევ ერთი, დიდი თასით დაბრუნდებოდა შინ. 

 

 

კლოპიც ამას ამბობდა, ბრაზილიელები გზადალოცვილები ჩამოვიდნენ, ჩვენ კი, უკან კრიტიკა, ლანძღვა და საკლუბო თასისადმი სრული უინტერესობა მოგვყვაო. ამის მიუხედავად, ის როგორც ნამდივლი სარდალი მიღებულ გადაწყვეტილებას მიჰყვა და უკიდურესად მოინდომებული, შინ თასით დაბურდა, სადაც მას სხვა თასისათვის ბრძოლაზე ხელის აღება დაუწუნეს. არადა, ეს ლიგის თასი, მაინც არაა ასოციაციის თასის ტოლი და  მისთვის ბრძოლა ერთგვარი ტვირთიც კია ხოლმე დიდი გუნდებსითვს, თუმცა, ინგლისში თასი ძალიან ტრაიდიციული, თანასწორობის გამომხატველი  რამაა და მასზე უარის თქმა, ამ კუთხითაცაა ხოლმე ულამაზოა, რომ, აი დიდი, არ კადრულობ.

 

 

მენგო კი მზად იყო. ეს მაგარი გუნდია. ჩვენ ხომ მაინც იშვიათად ვნახულობთ სამხრეთამერიკულ თამაშებს. თანაც, ასეთი, კონტინეტთაშორისი  შეხვედრები ყოველთვის საინტერესოა. ოდესღაც, ევროპის დიდი ჩემპიონი ლივერპული,  ფლამენგომ 3-0 დაამარცხა მაშინ საკონტინენტთაშორისო თასითვის გამართულ თამაშში. იქეთ ზიკო იყო და მთელი ამბავი, აქეტ პეისლის გუნდი. 

 

 

 

მოკლედ, ეს კარგი თასია და ყოველთვის საინტერესოა ხოლმე. ჩვენ აქ რაღაც ძაან მაგარი გვგონია ხოლმე და მერე იქაურები ჩამოვლენ და გაუგორებენ ბურთსა, ამჯერად კი სხვანაირად გამოდგა...