მანჯუკიჩს სამედიცინო შემოწმებაღა დარჩა

გამოცდილი ფორვარდის იტალიური კარიერა დასასრულს უახლოვდება

მარიო მანჯუკიჩის იტალიური კარიერა დასასრულს უახლოვდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთის გუნდ ალ დუჰაილში გააგრძელებს. ცნობილია, რომ ხორვატს სამედიცინო შემოწმებაღა დარჩა, რის შემდეგაც კონტრაქტს მოაწერს ხელს.

 

მანჯუკიჩი იუვენტუსში 2015 წლის ზაფხულში ატლეტიკოდან გადავიდა. იგი მალევე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა, თუმცა ბოლო პერიოდში სიტუაცია აერია. აღსანიშნავია, რომ მარიოს ამ სეზონში არ უთამაშია და მისი ტრანსფერი მოსალოდნელი გახლდათ.