ანანიძე თურქეთს დაუკავშირეს

ხელშეკრულება შესაძლოა შემდეგ კვირაში გაფორმდეს

არახალია, რომ ჯანო ანანიძემ შესაძლოა არენდით სპარტაკი დატოვოს. მის სახელს არაერთ გუნდს უკავშირებენ, ყველაზე რეალურ ვარიანტად კი ტულას არსენალი მოჩანს. 

 

ბოლო ინფორმაციით, 27 წლის ნახევარმცველი შესაძლოა თურქეთის ჩემპიონატში ვიხილოთ. კონკრეტულად კლუბი არ სახელდება, თუმცა ადგილობრივი პრესის ცნობით, ჯანოს თურქეთის ჩემპიონატის ცხრილის შუაში მყოფი გუნდი იწვევს. მეტიც, მოლაპარაკებები დაწყებულია და ხელშეკრულება შესაძლოა შემდეგ კვირაში გაფორმდეს.

 

შეგახსენებთ, რომ მოსკოველებს ჩვენებური ორჯერ ყავდათ განათხოვრებული და ორივე იჯარა ფეხბურთელისთვის სასარგებლო გამოდგა. 2013-14 წლებში ჯანო როსტოვის ღირსებას იცავდა, წინა სეზონში კი კრილია სოვეტოვისთვის გაისარჯა. 

 

ამ სეზონში ანანიძემ სპარტაკის მაისურით 10 შეხვედრა ჩაატარა და ჯერჯერობით უგოლოდაა.