პრობლემა, რომელსაც ზიდანი უგულვებელყოფს

ბენზემაზე დამოკიდებული გუნდი...

ესპანეთში ზამთრის ჩემპიონი ბარსელონა გახდა. ბოლო ტურში, კატალონიელებმა ალავესი დაამარცხეს, რეალმა კი საკუთარ კედლებში ბილბაოსთან ფრედ ითამაშა. მართალია მადრიდელებს რთული კალენდარი ჰქონდათ (მესტალიაზე ვალენსია და კამპ ნოუზე ბარსელონა), თუმცა, საგანგაშოა, რომ ამ შეხვედრებში მხოლოდ 1 გოლი გაიტანეს...

 

პირველ ადგილზე მყოფი ბარსა რეალს 14 გატანილი ბურთით უსწრებს.

 

მართალია ბენზემა ლა ლიგის ბომბარდირებს შორის 12 გოლით მეორეა და მხოლოდ მესის (13 ჩამორჩება), თუმცა თუ ფრანგს ვერ გააქვს, თანაგუნდელები მხარს ვერ უბამენ.

 

ბარსელონაში ყველაფერი პირიქითაა, არგენტინელს გვერდზე სუარესი ჰყავს, რომელიც კლუბს 10 გოლით შეეშველა, გრიზმანი შვიდით... ეს ნიშნავს რომ MSG-ს უკვე 30 გოლი დაუგროვდა, რაც მხოლოდ 3-ით ნაკლებია, რაც რეალმა ლა ლიგაში ამ სეზონში გაიტანა...

 

რეალში, ბენზემას შემდეგ, ლა ლიგაში, ყველაზე მეტი გატანილი გოლი რამოსს აქვს - 3, მას ორ-ორი გოლით - კროოსი, მოდრიჩი, ბეილი, როდრიგო და ვალვერდეს მისდევენ.

 

მადრიდელებმა საკუთარ კედლებში ქულები უკვე ვალიადოლიდთან, ბეტისთან და ატლეტიკთან დაკარგეს...

 

მიუხედავად ამ პრობლემისა, ზიდანი თვლის რომ იანვარში ფორვარდის დამატება არ სჭირდებათ

 

„როდესაც ასე კარგად ვთამაშობთ და გოლი ვერ გაგვაქვს, მომენტების რეალიზაციაზე ვბრაზდები.

 

შანსები რომ გექმნება, უნდა გამოიყენო. ბოლო სამი თამაშია ამ კომპონენტში გვიჭირს. ეს ან უიღბლობაა ან თავდაჯერებულობა გვაკლია...

 

გუნდში ყველა ვფიქრობთ, რომ კარგი წელი გვექნება. დაზუსტებით გეუბნებით, რომ იანვარში ფორვარდს არ ვიყიდით,“ - თქვა ზიდანმა