ზუგდიდი გახდა დინამო

ეროვნული ლიგა2-ის ზუგდიდს სახელი გადაერქვა - დინამო ზუგდიდი. ცვლილება რეესტრში გატარებულია.

დინამო ზუგდიდი საქართველოს ჩემპიონატსა და საბჭოეთის ჩემპიონატის მეორე ლიგის მეცხრე ზონაში თამაშობდა 1990 წლამდე. მერე ერქვა ოდიში. სახელი ხშირად იცვლებოდა.

 

ესეც კიდევ ერთი დინამო... თბილისის, ბათუმის, სოხუმის და ამჯერად ზუგდიდის.

 

ზუგდიდური გუნდი წლეულს ლიგა2-ში მეშვიდე ადგილზე გავიდა. მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი გახლავთ.