კურტუა: რონალდუ? ბომბარდირები ახლაც გვყავს

რეალის მეკარემ ლეგენდარულ პორტუგალიელზე ისაუბრა

მადრიდის რეალის მეკარემ, ტიბო კურტუამ, ჟურნალისტთა კითხვას უპასუხა, სჭირდება თუ არა მადრიდულ გრანდს კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელი.


"იმ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელსაც ყოველ სეზონში 40-50 გოლი სტაბილურად გააქვს. არ ვიცი, შეიძლება ის დაგვაკლდა, მაგრამ მისი წასვლიდან საკმარისი დრო - წელიწადნახევარი გავიდა. ჩემი აზრით, ბომბარდირები ბლომად გვყავს - გოლის გატანა ბევრს შეუძლია.

 

ვფიქრობ, რომ ბენზემა არის ამის მაგალითი. ქარიმი ბრწყინვალე მოთამაშეა - წელს მის ანგარიშზეა უამრავი გოლი. ახალი ფორვარდის საჭიროებას ვერ ვხედავ - ამ შემადგენლობას ბოლომდე ვენდობი", - თქვა ბელგიელმა.

 

შეგახსენებთ, კურტუა რეალში ჩელსიდან 2018 წლის ზაფხულში გადავიდა.

 

ლალიგის მიმდინარე სეზონის 18 ტურის შემდეგ მადრიდელები 37 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილს იკავებენ. ზიდანის შეგირდები ერთპიროვნულ ლიდერს, ბარსელონას 2 ქულით ჩამორჩებიან.