შერმადინი - დეკემბრის საუკეთესო?

გიო შერმადინი სუპერ ფორმაშია

ესპანეთის მე-14 ტურში საუკეთესო შერმადინი იყო. გიო MVP უკვე მესამედ გახდა, გასული 14 ტურიდან კი ქართველები საუკეთესოები 4-ში იყვნენ. 

 

გრან კანარიასთან შეხვედრა შერმადინისთვის განსაკუთრებული გამოდგა, რადგან მან ქულებსა და მარგი ქმედების კოეფიციენტში რეკორდი დაამყარა - 32 ქულა და მარგი ქმედების კოეფიციენტი +42.

 

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ტურის სიმბოლურ ხუთეულში ორ პოზიციაზე მოხვდა - ყველაზე მეტი ქულა და ყველაზე დიდი სარგებლიანობის კოეფიციენტი. 

 

ძალიან დიდი შანსია, გიო ესპანეთში დეკემბრის საუკეთესოდაც აღიარონ...