ფიორენტინას ახალი მწვრთნელი ჰყავს

ყოფილი ფეხბურთელი - ახლა მწვრთნელი

ფიორენტინას ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, კლუბის ჯუზეპე იაკინის სახით ახალი მწვრთნელი ჰყავს. ის ოფიციალურად პრესის წინაშე 28 დეკემბერს წარსდგება, 29-ში კი დავიდე ასტორის ცენტრში გუნდს სავარჯიშოდ პირველად გაიყვანს. 

 

ფლორენციული კლუბი მწვრთნელის გარეშე 21 დეკემბრის შემდეგაა, რაც ხელმძღვანელობამ ვინჩენცო მონტელას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

 

როგორც ფეხბურთელი, იაკინი ფიორენტინაში 1989-დან 1994 წლამდე თამაშობდა, ხოლო სამწვრთნელო საქმიანობა  2001-ში დაიწყო. ის ისეთ იტალიურ გუნდებში მუშაობდა, როგორებიც: სამპდორია, უდინეზე და სასუოლო არიან. ბოლო კლუბი, რომელსაც ხელმძღვანელობდა, ემპოლი იყო - 2018-დან 2019 წლამდე.

 

17 ტურის შემდეგ, ფიორენტინა ცხრილში მე-15 ადგილს იკავებს...