ჯაზში უკვე კლარქსონია

იუტა იცვლება. უკვე დროა. ეს სეზონი გადასარჩენია. 

იუტა ჯაზმა კარგი მოთამაშე დაიმატა. გუნდმა კლივლენდს დანტე ეგზამი მისცა. პლიუს, 2022 და 2023 წლების დრაფტზე მეორე წრეში თითო სასურველი მოთამაშის არჩევის უფლებაც. და, ჯაზმა კლივლენდიდან პატარა ტერორისტი წამოიყვანა.

ჯორდან კლარქსონი.

რასელ უესთბრუქის და კრის პოლის გაცვლის შემდეგ, ეს ლიგის პირველი ტრანსფერია. ყველაზე ხანგრძლივი სატრანსფერო უმოქმედობა 1968 წლის შემდეგ. გუნდები ვერ რისკავენ გარისკვას.

კლარქსონი კარგი ბიჭია. ამ რეგულარულში 14.6 ქულა, 2.4 პასი, 2.4 მოხსნა როგორც -  სათადარიგოს და კლივლენდი მას ენდობოდა. მემფისთან მოგებულ ტესტში ჯორდანმა 33 ქულა გაშანსა. ძალიან კარგი იყო.

კლარქსონი ერთი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება. ის ასრულებს ოთხწლიან საკონტრაქტო ვალდებულებას, რომლის მიხედვით საბანკო ანგარიში 50 მილონი დოლარით შეივსო. ნორმალური კონტრაქტი და, ახალი ხელშეკრულებით ჯორდანი გაცილებით მეტს მოითხოვს.

კლივლენდიც ახალ გუნდს ქმნის. რომელშიც არ იქნება არც კევინ ლავი (ალბათ, პორტლენდში გაიცვლება) და დიდი ალბათობით, ტრისტან ტომფსონიც.

ეგზამის 2.2 ქულა არ გაახსენდებათ და უფრო დიდი იმედგაცრუება წამოვა. ბიჭი თავის დროზე დრაფტის მეხუთე ნომერი იყო და ვერ გაქაჩა. ეგზამიც თავისუფალი აგენტი იქნება. ბოლო კონტრაქტით მან სამ სეზონში 33 მილიონი დაირტყა.

ჯაზმა კიდევ ერთი ბიჭი დაიმატა. მილუოკის G-ლიგის ლითლ როქიდან გუნდმა ფორვარდი რეიჯონ ტაკერი წამოიყვანა და მისთვის რომ ადგილი მიეცა, დაემშვიდობა ჯეფ გრინს.

იუტა იცვლება. უკვე დროა. ეს სეზონი გადასარჩენია. რუდი გობერმა უკვე მოიწყინა.