მერებაშვილის ტური (+Video)

გიორგი მერებაშვილი პოლონეთის ჩემპიონატის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 

ეს თითქმის ყველა საიტისა და გამოცემის მიხედვით, რომელიც პოლონეთში საუკეთესო თერთმეტეულს ადგენს. Sport.pl, 2X45.pl, Pilkanozna.pl…

 

პლოცკის 33 წლის ქართველმა მოქმედ ჩემპიონ პიასტთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. მეტიც, მისი ერთ-ერთი გოლი ტურის საუკეთესოდ დაასახელეს.