Money, Money, Money... მეივეზერი ყველაზე მდიდარია

Forbes-მა გამოაქვეყნა ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია: 2010 წლის იანვრიდან დღემდე.

პირველია მოკრივე ფლოიდ მეივეზერი, რომელმაც 915 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მეორეზე და მესამეზე, შესაბამისად, კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი არიან. სიაში გათვალისწინებულია ხელფასები, საპრიზოები, პრემიალურები, სარეკლამო შემოსავლები. არაა გათვალისწინებული კარიერის შემდგომ ასაღები თანხა.

 

40-ეულში ერთადერთი ქალია: სერენა უილიამსი „მხოლოდ“ 215 მილიონით.  აქვე, ათეულიც:

 

ფლოიდ მეივეზერი (კრივი) – 950 მილიონი

 

კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) – 800

 

ლეო მესი (ფეხბურთი) – 750

 

ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 680

 

როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 640

 

ტაიგერ ვუდსი (გოლფი) – 615

 

ფილ მიკელსონი (გოლფი) – 480

 

მენი პაკიაო (კრივი) – 435

 

კევინ დურანტი (კალათბურთი) – 425

 

ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1) - 400