არველაძე შესაძლოა ჰოლანდიაში დაბრუნდეს

46 წლის სპეციალისტს ერედივიზიონის გუნდს უკავშირებენ

ჰოლანდიური მედიის ცნობით, არნემის ვიტესი შესაძლოა შოთა არველაძემ ჩაიბაროს. მოგეხსენებათ არნემელებს ლეონიდ სლუცკის გათავისუფლების შემდეგ, დროებით იოსეფ ოსტინგი ხელმძღვანელობს. ჰოლანდიელები მთავარ მწვრთნელად რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ, ერთ-ერთი კი სწორედ არველაძეა.

 

რაც შეეხება ვიტესის სატურნირო მდგომარეობას, არნემელები 30 ქულით მე-6 ადგილზე არიან. მომდევნო ტურში ვიტესი ფორტუნას შეხვდება.

 

შეგახსენებთ, რომ არველაძეს ფახთაქორში ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. ქართველმა მწვრთნელმა უზბეკეთის ჩემპიონატი, თასი და ლიგის თასი მოიგო. არახალია, რომ არველაძისთვის ჰოლანდიური ფეხბურთი უცხო არაა. ფეხბურთელობისას იგი აიაქსში და ალკმაარში თამაშობდა, მწვრთნელობისას კი ალკმაარში ლუი ვან გაალის თანაშემწე გახლდათ.