იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგას უმიზნებს

მაურიციო სარიმ იუვენტუსის პრიორიტეტებზე ისაუბრა

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა.

 

„ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ვიცით, რომ უამრავი ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად მაქსიმალურად დავიხარჯებით. ჩვენი დევიზია „გავიმარჯვოთ და დავარწმუნოთ".

 

თუ არ ვცდები, ამ სიტყვებს არიგო (საკი) ამბობდა. დღეს ამ ფრაზამ დამატებითი დატვირთვა მიიღო - ისე უნდა მოიგო, რომ ყველა შეხვედრაში დომინანტი იყო. სამწუხაროდ, ამ სეზონში ეს ყოველთვის არ გამოგვდიოდა, თუმცა, როგორც აქამდე ვთქვი, ეს გასავლელი გზის დასაწყისია - ყველაფერი წინ გვაქვს“, - თქვა სარიმ.

 

შეგახსენებთ, 22 დეკემბერს ტურინული გრანდი იტალიის სუპერთასზე ლაციოსთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

 

სერია ა-ს 17 ტურის შემდეგ იუვენტუსს და ინტერს თანაბარი რაოდენობის, 42 ქულა აქვთ. გაშვებული და გატანილი გოლების უკეთესი ბალანსის გამო კონტეს შეგირდები პირველ ადგილზე იმყოფებიან.

 

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, სარის გუნდი მერვედფინალში ლიონს შეხვდება.