რეალი ტრანსფერებზე უარს ამბობს

ბლანკოსი ზამთარში დაისვენებს

ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის რეალი ზამთარში ფეხბურთელებს არ შეიძენს. მართალია სამეფო გუნდს რამდენიმე ვარსკვლავის დამატება უნდა, თუმცა ტრანსფერების გაჩარხვას ზაფხულში შეეცდება. 

 

ზინედინ ზიდანი თვლის, რომ გუნდში წარმატების მისაღწევად ფეხბურთელები საკმარისად არიან და სამეფო გუნდს ტიტულების მოგების ძალა შესწევს. ფრანგი იმაშიც დარწმუნებულია, რომ ლუკა იოვიჩი მეორე წრეში მოუმატებს და ბლანკოსს ბევრ სარგებელს მოუტანს. 

 

რეალს ლა ლიგაში 37 ქულა აქვს და მე-2 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კი ზიდანის შეგირდები მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდებიან.