კულიბალი პრემიერლიგაში?

კულიბალის პრემიერლიგური გზა

არსენალს დაცვის ცენტრში სერიოზული პრობლემები აქვს. როგორც Daily Star-ი წერს, მეთოფეები ამ ხარვეზის გადაჭრას ნაპოლის ცენტრალური მცველით, კალიდუ კულიბალის დამატებით შეეცდებიან.

 

მიკელ არტეტა სენეგალელი მცველის დამატებას 2020 წლის იანვარშივე შეეცდება, თუმცა ინგლისში ამ ტრანსფერზე მხოლოდ ლონდონელები არ მუშაობენ, მისი დამატებით დაინტერესებულნი ევერტონი და მანჩესტერ იუნაიტედიც არიან. კულიბალის საბაზრო ფასი დაახლოებით 55 მილიონი ფუნტია.

 

ამ სეზონში კულიბალიმ მონაწილეობა 20 შეხვედრაში მიიღო, თუმცა ისეთი ეფექტური ვერ იყო, როგორც მას სჩვევია.