ლიდერბეთი, ტალახაძე, საუკეთესოები

ლაშა ტალახაძე ზედიზედ მეოთხედ გახდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი!

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ კომპანია ლიდერბეთთან და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად 2019 წლის ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენები და ჟურნალისტები დააჯილდოვა. აღნიშნული ცერემონიალი პაბ-რესტორან Beertime-ში გაიმართა.

საუკეთესოებს მოქანდაკე ირაკლი წულაძის მიერ დამზადებული ძვირფასი თასები, სიგელები, ფულადი პრემიემი (ჟურნალისტებს) და სპეციალური ფასიანი ვაუჩერები გადაეცათ.

ჟურნალისტებით დავიწყოთ.

ეროსი მანჯგალაძის სახელობის პრემია, რომელიც სპორტულ რადიოჟურნალისტიკაში აქტიური ჩართულობისთვის და კრეატივისთვის, ასევე - სპორტულ რადიო ჯაკოში გადაცემათა ციკლის, სპორტკასტისთვის მიენიჭა ნინო თვალავაძეს.

ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემია სპორტულ პუბლიცისტიკაში საუკეთესო ნაშრომისთვის გადაეცა სპორტული ჟურნალისტიკის ვეტერანს სოლომონ გულისაშვილს!

2019 წლის საუკეთესო ტელეჟურნალისტი. მას გადაეცა კოტე მახარაძის სახელობის პრემია. ამ ადამიანს ყველა ვიცნობთ, როგორც თავისი საქმის პროფესიონალს, რომელიც ყოველთვის სიყვარულით აკეთებს ყველაფერს. ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ასოცირდებოდა თბილისის დინამოსთან, ტელეკომპანია იმედთან და დღეს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან - გიგა გვენცაძეს!

ნუგზარ შატაიძის პრემია წლის საუკეთესო სპორტული წიგნისთვის. გამარჯვებული - ლიდერსპორტის და ტელეკომპანია სილქის ჟურნალისტი ზურა თალაკვაძე. მან ლეგენდარულ ზაზა ფაჩულიაზე დაწერა წიგნი სახელწოდებით „ლეგენდა“.

გურამ თიკანაძის პრემია ქართულ სპორტულ ტელეჟურნალისტიკაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და ხანგრძლივი მოღვაწეობისთვის გადაეცა დინამო - კარლ ცაისის მატჩის უკვდავი კადრების ავტორს, დემიკო ლოლაძეს.

და, მიხეილ კაკაბაძის სახელობის პრიზი, რომელიც წლის საუკეთესო სპორტულ ჟურნალისტს გადაეცა. ჩვენს სფეროში აქტიური მოღვაწეობისთვის დააჯილდოვეს ქართული სპორტული ჟურნალისტიკის ელჩი, ბატონი თენგიზ პაჩკორია! გამარჯვებულს ლიდერბეთისგან სპეციალური სასაჩუქრე ბარათიც გადაეცა.

და, 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი!

აღნიშნული რეფერენდუმი 1964 წლიდან ტარდება. ამჯერად, გამოკითხვაში მონაწილეობა 75-მა სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო.

 

საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი 

(პირველი ადგილი 3 ქულა, მეორე - 2, მესამე - 1)

 1. გოგა ბითაძე (კალათბურთი): 37 პირველი ადგილი, 7 - მეორე, 5 - მესამე = 130

 2.  ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო): 12 პირველი ადგილი, 9 - მეორე, 9 - მესამე = 63

3. ლუკა მაისურაძე (ძიუდო): 1 პირველი ადგილი, 11 - მეორე, 5 - მესამე = 30

4. რეზი დავითაძე (ძალოსნობა): 2 პირველი ადგილი, 5 - მეორე, 8 - მესამე = 24

5. ნუგზარ წურწუმია (ბ/რ ჭიდაობა): 3 პირველი ადგილი, 3 - მეორე, 3 - მესამე = 18

 

საუკეთესო მწვრთნელი

 (პირველი ადგილი 3 ქულა, მეორე - 2, მესამე - 1)

 1.  გიორგი ასანიძე (ძალოსნობა): 56 პირველი ადგილი, 7 - მეორე, 5 - მესამე = 187

 2. გიორგი იანტბელიძე (თ/ჭიდაობა): 5 პირველი ადგილი, 18 - მეორე, 5 - მესამე = 56

3. რევაზ ჩომახიძე (წყალბურთი): 2 პირველი ადგილი, 8 - მეორე, 8 - მესამე = 3

4. ლექსო ლაფანაშვილი (კალათბურთი): 22

5. გია თენაძე (ძიუდო): 20

 

საუკეთესო ნაკრები (გუნდი) 

(პირველი ადგილი 3 ქულა, მეორე - 2, მესამე - 1)

 1. ძალოსნობა: 22 პირველი ადგილი, 5 - მეორე, 3 - მესამე = 79

 2. წყალბურთი: 10 პირველი ადგილი, 6 - მეორე, 4 - მესამე = 4

3. თ/ჭიდაობა: 6 პირველი ადგილი, 12 - მეორე, 3 - მესამე = 4

4. ხელბურთი: 9 პირველი ადგილი, 5 - მეორე, 5 - მესამე = 4

5. ჭადრაკი: 3 პირველი ადგილი, 10 - მეორე, 12 - მესამე = 41

 

საუკეთესო სპორტსმენი ქალი 

(პირველი ადგილი 3 ქულა, მეორე - 2, მესამე - 1) 

1. ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო): 50 პირველი ადგილი, 5 - მეორე, 6 - მესამე = 166

2. ნინო ოძელაშვილი (სამბო): 7 პირველი, 16 - მეორე, 14 - მესამე = 67

3. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა): 5 პირველი, 10 - მეორე, 9 - მესამე = 62

4. ლუბა გოლოვინა (ბატუტი): 2 პირველი ადგილი, 11 - მეორე, 15 - მესამე = 43

5. მარიამ ბოლქვაძე (ჩოგბურთი): 4 პირველი ადგილი, 4 - მეორე, 4 - მესამე = 24

 

საუკეთესო სპორტსმენი კაცი

(პირველი ადგილი 5 ქულა, მეორე - 4, მესამე - 3, მეოთხე - 2, მეხუთე - 1)

 1. ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა): 56 პირველი ადგილი, 11 - მეორე, 3 - მესამე, 1 - მეოთხე = 335

 2. ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო): 4 პირველი ადგილი, 30 - მეორე, 16 - მესამე, 7 - მეოთხე, 2 - მეხუთე = 204

3. გენო პეტრიაშვილი (თ.ჭიდაობა): 8 პირველი ადგილი, 20 - მეორე, 19 - მესამე, 12 - მეოთხე, 3 - მეხუთე = 204 

4. თორნიკე შენგელია (კალათბურთი): 3 პირველი ადგილი, 5 - მეორე, 8 - მესამე, 6 - მეოთხე, 7 - მეხუთე = 78

5. ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი): 1 პირველი ადგილი, 5 - მეორე, 5 - მესამე, 9 - მეოთხე, 19 - მეხუთე = 77

 

ლაშა ტალახაძე ზედიზედ მეოთხედ გახდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი!

ლეგენდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Image may contain: 3 people, including Lasha Ramazashvili, people on stage