შენგელია ბერლინში თავის თავს არ ჰგავდა

ბასკონიამ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო

ევროლიგის მე-16 ტურში ბასკონია ბერლინის ალბას ესტუმრა და 57-81 წააგო. წინა მატჩებისგან განსხვავებით, საკმაოდ ცუდი შეხვედრა ჩაატარა თორნიკე შენგელიამ. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 24 წუთზე მეტი გაატარა და გუნდს მხოლოდ 1 ქულით დაეხმარა. 

 

შენგელიამ 6-დან 6 ორქულიანი ააცილა და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 1 ქულასთან ერთად თორნიკე ბასკონიას 3 მოხსნით, 1 პასით და 1 დაფარებით დაეხმარა. 

 

ბასკონია 16 მოგებით და 10 მარცხით მე-14 ადგილზეა. მომდევნო ტურში ესპანელები ბარსელონას დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა 3 იანვარს გაიმართება.