ესპანელი პრემიერლიგაში - ისკომ აირჩია

რეალის ნახევარმცველმა პრემიერლიგის ორი გრანდიდან ერთ-ერთი უარით გაისტუმრა

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდის რეალის ნახევარმცველს, ისკოს, ლონდონის ჩელსიში გადასვლა არ სურს. ესპანელისთვის მეტად პრიორიტეტული ვარიანტი მანჩესტერ სიტი გახლავთ.

 

წყაროს ცნობით, ისკოს შეძენით ქალაქელთა თავკაცი, პეპ გვარდიოლა პირადად არის დაინტერესებული. ესპანელი სპეციალისტი 27 წლის ნახევარმცველს დავიდ სილვას სამომავლო შემცვლელად თვლის - სიტის ლეგენდა მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

 

თავის მხრივ, რეალის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ოსკოს გაშვებას არ გეგმავს. იანვარში ფრანგი ნებისმიერ შემოთავაზებას დაბლოკავს - მადრიდელები ტრანსფერის მსურველებს მხოლოდ ზაფხულში გაესაუბრებიან.

 

მიმდინარე სეზონში ესპანელმა ნახევარმცველმა 10-ჯერ ითამაშა. მის ანგარიშზეა მხოლოდ 1 საგოლე პასი.

 

ლალიგის წლევანდელ გათამაშებაში რეალი 37 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. ზიდანის შეგირდები ტურნირის ლიდერს, ბარსელონას 2 ქულით ჩამორჩებიან.