ლექSOS სეზონი

ლექსო პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელია. 

შარშან, ლექსო ლაფანაშვილი დელტასთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. ის რეგულარული გუნდმა ერთ ამოსუნთქვაზე ჩაატარა და ფლეი ოფში ყველა დაშალა. ქუთაისს ფინალში ტრავმირებულები ჰყავდა, მაგრამ ქუთაისი საკუთარ დარბაზში ყომარობდა და დელტამ ეს უპირატესობა წაართვა.

ლაფანაშვილი ჩემპიონი გახდა. დამსახურებულად.

მწვრთნელი, რომელიც საკუთარი თავისთვის ყველაზე დიდი მოტივატორი იყო. მწვრთნელი, რომელმაც ბევრი ისწავლა და აუცილებელი გამოცდილება ჯერ ასისტენტის, შემდეგ კი - მთავარის რანგში მიიღო. კარგი, აუცილებელი გზა.

დელტა აღარ არის. მძიმე ქართული რეალობა, როდესაც ჩემპიონი იცვლის სახელს და მონდომებული მფლობელები ვერ ქაჩავენ ფინანსურად. დელტადან ლაფანაშვილი სტუდენტებში მიდის.

და, თსუ-მ სერიოზული მწვრთნელი მიიღო.

თსუ ყველაზე სტაბილური გუნდია.

თსუ ფიზიკურად ყველაზე მაგრად არის მომზადებული. იქნება ცუდი სერიაც, მაგრამ რაც არ არის, იმაზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ.

და, ლექსო პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელია. ლაფანაშვილმა პირველ წრეში მხოლოდ 2 თამაში წააგო და რეალურად, ყველას მოგება შეეძლო.

თსუ დაიძრა და თუნდაც იმის ფონზე, რომ რუსთავს გაცილებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და არაფრით ნაკლები არ არის ოლიმპი, თსუ მაინც დომინირებს.

და, ეს ლექსოს დამსახურებაა, რომელიც ამ გუნდისთვის იდეალური მწვრთნელი გახდა.

ბრავო, ლექსო. და, სხვა გუნდებს გაფრთხილება ჩაერთო - თსუ რეალურია.