მერიის და ასოციაციის ერთობლივი ტურნირი ბოულინგში

 

 

ტურნირში 14 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. 

თბილისის მერიამ და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ სეზონი კიდევ ერთი საინტერესო და მასშტაბური ღონისძიებით დახურეს.

მედიატურნირი ბოულინგში, რომელშიც მონაწილეობა რამდენიმე მოწვეულმა სტუმარმაც მიიღო. დიდი მადლობა თამაშისთვის საკალათბურთო კლუბ ტიტებს, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითი გუნდით ჩაერთო ტურნირში.

დებულებით, მონაწილეებმა პირველ წრეში ორ-ორი ფრეიმი ჩაატარეს და 5 საუკეთესო გუნდი ფინალში გადავიდა.

სულ, ტურნირში 14 გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ფინალში გადავიდნენ გუნდები ტალახაძე, SILK, 24 საათი, იქვალ გეიმ 2 და ასოციაცია.

საბოლოოდ, ჩემპიონი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია გახდა, საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა მიიღო.

ფინალის შედეგები  - 1. ასოციაცია - 835 ქულა, 2. 24 საათი - 785, 3. ტალახაძე - 698, 4. SILK – 697, 5. იქვალ გეიმ 2 – 524.

ფინალის საუკეთესო მოთამაშეები: 1. აბაიშვილი - 189 ქულა, 2. გიორგი ბერიაშილი (ასოციაცია) – 179, 3. სანდრო ფაჩუაშვილი (24 საათი) – 178.

ტურნირი გასართობ ცენტრ ბოლრუმში გამართა და მონაწილეებმა უამრავი საახალწლო საჩუქარი, ფასიანი საჩუქარი და სპეციალური პრიზი მიიღეს.

მერიამ და ასოციაციაციამ 2019 წლის სეზონი არაჩვეულებრივი ტურნირით დახურეს.

2020 წლამდე გემშვიდობებით.