ტრენტის ბენეფისი

ლივერპულის მარჯვენა მცველმა ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა ლესტერთან (4:0) სუპერმატჩი ჩაატარა. ორი საგოლე პასი გააკეთა, პენალტში დაიდო წვლილი და ბოლოს გოლიც გაიტანა.

2018/2019 წლების სეზონიდან მოყოლებული, ალექსანდრ-არნოლდმა 20 საგოლე პასი მოაგროვა. ეს საუკეთესო შედეგია პრემიერლიგაში.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პრემიერლიგის ბოლო ათწლეულის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს და იქ ტრენტიც მოხვდა, არადა, 10 წლის წინ მხოლოდ 11 წლის იყო...

 

„სეზონში ბევრი კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს საუკეთესო იყო“ - განაცხადა ლესტერთან თამაშის მერე ლივერპულის მარჯვენა მცველმა.