ოლმო

ზაგრების ბარსელონელს მანჩესტერში ელიან

ზაგრების დინამოს ესპანელი ჭაბუკი შემტევი დანიელ ოლმო, შესაძლაო, ინგლისში გადაბარგდეს. მისი სამსახურით მანჩესტერში დაინტერესდნენ და ცალკე სიტი ცდილობს პირობებით მის მოხიბვლას, ცალკე - იუნაიტედი. 

კლუბის გამოცვლაზე ყაბულსაა თავად ფეხბურთელი, ვინც ამბობს, რომ ხორვატიის ჩემპიონატში თამაშს აღარ აპირებს.

სიტის მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ოლმოს შესახებ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შემდეგ ჩაინიშნა. 21 წლის ფეხბურთელმა სიტის წინააღმდეგ ორჯერ ითამაშა.

ოლმომ, ვინც ამ სეზონში ზაგრების ღირსება 22 მატჩში დაიცვა და 8 გოლი გაიტანა, ხორვატიაში გადასვლამდე 7 წელიწადი ბარსელონას ახალგაზრდულ გუნდში დაჰყო...