მოურინიომ ყოფილი შეგირდი მოინდომა

პორტუგალიელს რეალის ფეხბურთელი სურს

ჟოზე მოურინიოს ტოტენჰემში რაფაელ ვარანის გადაყვანა აქვს ჩაფიქრებული. ამის შესახებ El Desmarque იუწყება. ვარანი რეალში მაშინ მივიდა, როცა სამეფო გუნდს სწორედ პორტუგალიელი ხელმძღვანელობდა, აქედან გამომდინარე ჟოზემ ფრანგის შესაძლებლობები კარგად იცის.

 

ვარანს რეალთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და მისი ფასი 80 მილიონი ევროა. ამ სეზონში რაფაელმა 20 მატჩი ჩაატარა და გუნდს გოლით და საგოლე გადაცემით დაეხმარა.

 

რაც შეეხება ტოტენჰემს, მოურინიოს შეგირდებს 29 ქულა აქვთ და მე-6 ადგილზე არიან, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კი დეზები ლაიპციგს შეხვდებიან.