გურამ გოგიჩაშვილი მსოფლიოს ნაკრებში

ის კარგია შერკინებაში, ასევე  ბურთით ხელში ღია თამაშისას და დაცვაში

პოპულარულმა სარაგბო გამოცემამ www.planetrugby.com-მა 2019 წელს გამოჩენილი ახალი მორაგბეების სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ამ ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესოთა შორის საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული რასინგის შერკინების ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი მოხვდა. აი, რას წერს მასზე  www.planetrugby.com

 

„საქართველო მუდამ გამოირჩეოდა მაღალი დონის, მძლავრი მორკინალებით. გურამ გოგიჩაშვილი ერთ-ერთი მათგანია. მან ძალიან სწრაფად მოახერხა თავის პოზიციაზე  საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეების რიგში ჩადგომა. 21 წლის მორკინალი, ისევე როგორც უმრავლესობა ქართველი მორკინალებისა, ძალიან ძლიერია შერკინებაში. თუმცა, ის მეტოქეებისთვის არანაკლებ საშიშია ბურთით ხელში ღია თამაშისას და დაცვაში.  

 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს თასზე მან ყველა მატჩში სათადარიგოთა სკამიდან მიიღო მონაწილეობა, ერთხელაც არ შეურცხვენია თავი. მომდევნო 12 თვის განმავლობაში, ვფიქრობთ, ის საბოლოოდ დაიმკვიდრებს წამყვან ადგილს საქართველოს ნაკრებში“