კვასხვაძე კარიერას დინამოში გააგრძელებს

დედაქალაქელებმა ტორპედოდან კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატეს

საქართველოს ნაკრების და ქუთაისის ტორპედოს აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, როინ კვასხვაძე კარიერას თბილისის დინამოში გააგრძელებს. ამის შესახებ დედაქალაქელთა ფეისბუქ გვერდი იუწყება. როინმა დინამოსთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დინამომ ფეხბურთელი ტორპედოდან დაიმატა. ქუთათურებიდან კლუბს მანამდე გიორგი ქიმაძე, ლევან კუტალია, გიორგი კუხიანიძე და მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი შეუერთდნენ. 

 

რაც შეეხება კვასხვაძეს, ტორპედოს გარდა მას ზესტაფონში კვიპროსულ ოთელოსში და პაფოსში უთამაშია. აქვე გეტყვით, რომ 30 წლის მეკარეს საქართველოს ნაკრებში 8 მატჩი აქვს ჩატარებული