საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში - დღე პირველი

მედლები 3 წონით კატეგორიაში გათამაშდა

დღეს, 28 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატმა აიღო სტარტი ძიუდოში. 60 კგ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილმა პირველობა არავის დაუთმო, მეორე ადგილზე მისი ძმა ამირან პაპინაშვილი გავიდა, ბრინჯაოს მედლებს კი თემურ ნოზაძემ და შაქრო შათირიშვილმა დაეუფლნენ.

 

66 კგ-ში ბაგრატ ნინიაშილმა ფინალში თორნიკე ნაგლიაშვილი დაამარცხა და შესაბამისად ოქროს მედალი მოიგო. მესამე ადგილზე გიორგი ბაზანდარაშვილი და ბექა წიფიანი გავიდნენ. 

 

დღეს ძიუდოისტები ერთმანეთს 73 კგ-შიც გაეჯიბრნენ და ოქროს მედალს ფრიდონ გიგანი დაეუფლა. გიგანმა ფინალში თორნიკე გვიჭიანი დაამარცხა, გიორგი დიდებაშვილი და ალეკო მამიაშვილი კი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. 

 

აქვე გეტყვით, რომ 29 დეკემბერს 81 კგ, 90კგ, 100 კგ და 100+ კგ წონით კატეგორიებში გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი.