დიდი, დამპალი ვაშლი

ეს სეზონიც ფლეი ოფის გარეშე ჩაივლის.

ნიუ იორკ ნიქსი NBA-ს პაროდია გახდა.

გუნდის ბოსი, ჯეიმს დოლანი ფულს არ აჯდება და ნიქსი მაინც ძალიან უკან, უკანალზე უკან ზის.

ნიქსი, რომელიც პატრიკ იუინგის ერაში მაიკლ ჯორდანის ჩიკაგოს და ჰაკიმ ოლაჯუონის ჰიუსტონს ასკდებოდა და იბრძოდა. ნიქსი, რომელიც დალეწილი იუინგით და გამოუცდელი მარკუს კემბით ფინალში გავიდა და იქ არ დაუხარა თავი დაუნდობელ სან ანტონიოს. ის ნიქსი ნიუ იორკის  სიამაყე იყო.

დღევანდელი გუნდი ნიუ იორკის სირცხვილია. 1987-1999 წლებშ ნიქსი ზედიზედ 13-ჯერ გავიდა ფლეი ოფში. ეს წარსულშია.

დიდი ვაშლი დალპა და დოლანი ამას არ ხედავს, არ ამჩნევს. დოლანი კმაყოფილია, რომ ამ გუნდის მფლობელი ჯერ კვლავ ის, ჯეიმს დოლანია.

ვაშინგტონთან 107:100 გასვლაზე მოგების შემდეგ ნიქსი აღმოსავლეთში ბოლოსწინა ადგილზე ზის. 9 მოგება. 24 წაგება. სახლში - 4:12.

ნიქსმა სეზონის დაწყებამდე დიდი კუში მისცა ჯულიუს რენდლს, რომელიც ამ გუნდის სუპერვარსკვლავი უნდა ყოფილიყო. ვერ იქნება. ვერც ამ გუნდსი და ვერც - რომელიმე სხვა გუნდის.

მიზეზი? რენდლი (ამ სეზონში - 18.4, 8.6 მოხსნა, 3.2 პასი) არ არის სუპერვარსკვლავი. ის, უბრალოდ, ძალიან კარგი, მონდომებული მოთამაშეა, რომელსაც ბევრი გადაუხადეს.

ეს სეზონიც ფლეი ოფის გარეშე ჩაივლის და ნიქსი ახალი სეზონისთვის ძველი მფლობელით და მოტივაციის გარეშე დაიწყებს. აქ, ეს უკვე ტრადიციაა.

და, ჯეიმს დოლანი, რომელიც ნიქსის ბოსი 2000 წლიდან არის, ვერ ხვდება, რომ მოხაზული აქვს.