ლამპარდი: ძალა გამოცდილებით არ იზომება...

ლამპარდმა არტეტაზე ისაუბრა

მიკელ არტეტას არსენალში დანიშვნის შემდეგ ბევრი რამ დაიწერა, მათ შორის კი ყველაზე ხშირად გვესმოდა სიტყვა - გამოუცდელი. სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს ფრენკ ლამპარდს, რომელიც ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა და თქვა, რომ არავინ იცის ვინაა უკეთესი - ვისაც 1 წლიანი გამოცდილება აქვს თუ ის, ვინც მთავარ მწვრთნელად აგერ უკვე 50 წელია მუშაობს...

 

„სანამ მწვრთნელს პირადად არ შეხვდები, მანამდე მასზე დასკვნებს ვერ გამოიტან. ვინ თქვა, რომ 50 წლიანი გამოცდილების მწვრთნელი აუცილებლად უკეთესია, ვიდრე ის, რომელმაც კარიერა ახლა დაიწყო? არტეტა წლების განმავლობაში მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო მწვრთნელთან მუშაობდა. ის ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელი იყო და პეპისგან ბევრ რამეს ისწავლიდა. ასე რომ, მასეზე, როგორც "გამოუცდელზე", ნამდვილად არ ვფიქრობ“ - თქვა ლამპარდმა