რეალის ამბები: აი, რატომ აღარაა აქტუალური პოგბა

მადრიდის რეალის ყოფილი ბომბარდირი, მექსიკელი უგო სანჩესი  კლუბის ბოსებს ჰარი კეინის ყიდვას ურჩევს.

„თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუც ძალიან ძვირი ღირდა. ასეთია ფორვარდების ფასი. რეალს აშკარად სჭირდება ერთი უმაღლესი კლასის ცენტრფორვარდი. ბენზემა, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერია, მაგრამ მას გვერდში სჭირდება კიდევ ერთი თავდამსხმელი. რეალის ხელმძღვანელების ადგილზე რომ ვიყო, კეინში 200 მილიონსაც გადავიხდიდი“.

 

კიდევ ერთი ცნობა რეალის სავარაუდო ტრანსფერზე. რატომ აღარ არის აქტუალური პოლ პოგბას გადაყვანა? ზინედინ ზიდანს თანამემამულე ძალიან სურს, მაგრამ არის ერთი შეფერხება - ვალვერდე... As-ის ცნობით, ვალვერდე კლუბის ხელმძღვანელთა ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და მისი სათადარიგოებში გადაყვანა მაინცდამაინც არ ხიბლავთ.