ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა

ჭკრიკიშვილმა და მატიაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს

თბილისში, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. დღევანდელ დღეს ჩემპიონები 4 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ

 

81 კგ-მდე წონითი კატეგორიის ჩემპიონი გიორგი კაციაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში ვლადიმირ ახალკაცი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლებს გიორგი გიგაური და ბაჩო ტატალაშვილი დაეუფლნენ. 

 

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა პირველობა არავის დაუთმო, ვერცხლი ლაშა ბექაურს ერგო, ბრინჯაოს მედლები კი - გიორგი ქურდიანმა და იმედა გოგოლაძემ მოიპოვეს.

 

100 კგ-ში პირველი ონისე სანებლიძე იყო, მეორე ილია სვალმანიძე, მესამე ადგილები კი გიორგი ჩიქოვანმა და ნიაზ დიასამიძემ გაიყვეს.

 

რაც შეეხება მძიმე წონას, ოქროს მედალი ლევან მატიაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში შიდოების უპირატესობით გელა ზაალიშვილს სძლია. ბრინჯაოს მედლები საბა ინანეიშვილმა და ონისე ბუღაძემ მოიპოვეს.