საქართველოს ნაკრების 2019

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მანუს! 

ალბათ, 2019 წლის სეზონი საქართველოს ნაკრებისთვის კალათბურთში კარგი იყო. თან, სევდიანიც, მაგრამ უფრო - კარგი. ეს სეზონი 2018 წლის ჭრილში და წინა სეზონიდან დაწყებული გავიაროთ.

ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა და ეს სევდიანია. ზაზა ფაჩულიამ მიიღო თანამდებობა გოლდენ სტეიტში და ეს ძალიან კარგი, დასაფასებელია. ზაზამ ჩვენ ორი ჩემპიონობა გვაქუქა და ეს ყველაზე მეტს ნიშნავს, ყველაზე წონადია.

თორნიკე შენგელია ევროპის საუკეთესო ფორვარდი გახდა. თოკომ ეს დაიმსახურა. ბასკონიას ძალიან კარგი ბოლო სეზონი ჰქონდა, ბასკონია კოჭლობს ამ რეგულარულში და თორნიკესთვის არაფერი არ იცვლება - ის შეუცვლელი ლიდერი, კაპიტანი, სამაგალითოა. თორნიკე კარიერაში საუკეთესო დონეზე გავიდა და აუცილებლად მოუმატებს. ის ლიდერია.

გოგა ბითაძემ მოინდომა და ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა გახდა. გოგამ ამერიკაში გადაფრენაზეც არ თქვა უარი, მშვენივრად წაუცეკვა, წაუმღერა და პარალელურად, NBA-ს დრაფტზე დადგა. და, ბიჭი ინდიანამ აირჩია. სადაც გოგა ჯერ სწავლობს.

მანუჩარ მარკოიშვილმა კარიერა დახურა. ტრავმების გამო დახურა. და, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მანუს! რომელიც დაგლეჯილი, აწყობილი ჩამოდიოდა ნაკრების შეკრებაზე და ბოლომდე იდგა, ბოლომდე ქაჩავდა და ნაკრების გული იყო.

ბექა ბურჯანაძემ ეს სეზონი ტრავმით დაიწყო და ნელ-ნელა აზრზე მოვიდა, დაიქოქა, შეუბერა. ბექა ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია და ბექამ იცის, რომ მისგან არა მხოლოდ ბურთის ჩაგდებას, სხვა კომპონენტში მომატებასაც ითხოვენ. და, ბიჭი მზად არის ყველაფრისთვის.

მთავარი მწვრთნელი არ შეცვლილა და ბატონი ზუროსი რჩება ნაკრებში. ბატონი ზუროსი რჩება ჩვენთან. და, აქვეა მისი პერმანენტული კეთილგანწყობა და სასიამოვნო საუბარი. ყველასთან. მე მომწონს ზუროსი. თქვენ?

გრძერლდება სანაკრებოდ სუპერლიგის ბიჭების დამატება, გატესტვა, აყვანა. ეს აუცილებელია. ეს კარგია. ნაკრები მხოლოდ ლეგიონერებით ვერ გაქაჩავს და ნაკრებმა შევსება უნდა მიიღოს. ზუროსი ბევრს ენდობა შეკრების წინ. ზუროსის ნდობა თამაშებზწეც ვრცელდება. სუპერლიგა არ გვაძლევს გამორჩეულ პერლებს, მაგრამ ჩვენი ჩემპიონატიდან მაინც კარგი ბიჭები მოდიან. წარმატება მათ.

და, ერთი დაგვრჩა.

გიორგი შერმადინი ჩვენი მეკვლე გახდა. გიორგიმ გადაწყვიტა, რომ ევროპის საუკეთესო ცენტრი უნდა გამხდარიყო. ნელ-ნელა, მაგრამ - გახდა. არ გაივლის თამაში, რომ გიომ არ დაგლიჯოს და ეს უკვე ნორმაა. შერმადინი არ ინდობს არავის. შერმადინი არ ინდობს საკუთარ თავს და ახალ სეზონში მისგან უკეთეს გუნდს და უფრო მაგარ კონტრაქტს ველოდებით.

თქვენ კი დამდეგს გილოცავთ.

საუკეთესო სურვილებით, ჩემო კარგებო.