რეალი ბენზემას ვერ ელევა

სამეფო გუნდი ფრანგს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

მადრიდის რეალი კარიმ ბენზემასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ცნობილია, რომ ბლანკოსის მესვეურები მზად არიან ფრანგს 2 წლიანი ხელშეკრულება შესთავაზონ. აღნიშნული ინფორმაცია AS-მა გაავრცელა. 

 

მადრიდელთა ინიციატივა მოსალოდნელი გახლდათ, რადგან რეალის მე-9 ნომერმა აშკარად მოუმატა. აღსანიშნავია, რომ გამოცდილი ფორვარდი ბოლო პერიოდში რამდენიმე გუნდს დაუკავშირეს, თუმცა თავად ფეხბურთელს ბლანკოსში დარჩენა სურს.

 

ბენზემა რეალში 2009 წელს ლიონიდან გადავიდა და მუდმივად ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლება. 32 წლის ფორვარდმა ამ სეზონში 23 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.